შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის პოლიციის სამმართველოში, კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა.
Covid-19 ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
ექიმების ინფორმაციით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, იმყოფებოდა თუ არა, პოლიციელი სამსახურში, ან რამდენ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი.
ასევე უცნობია, როგორი რეჟიმით გაგრძელდება ყვარლის პოლიციის სამმმართველოს მუშაობა.
ცნობისთვის, პოლიციელების ინფიცირების პირველი შემთხვევა, 16 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, როცა Covid-19, პოლიციის სამმართველოში ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











