კახეთში რელიგიის მსახურებს, ტაქსისტებსა და აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შორის ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავისრუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემილოგიური ვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია.
„სადღესასწაულო დღეებში მობილობა განსაკუთრებით იზრდება და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაც ბევრ ადამიანთან შეხება აქვს, ჯანმრთელები ყოფილიყვნენ.
ბოლო დღეებში, რეგიონში გამოვლენილმა შემთხვევებმა თითქოს შეგვაშფოთა. ეს ძალიან კარგი ფაქტია, ჩანს, რომ მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ვითარებას. ასევე კარგად იცავენ რეგულაციებს რელიგიის მსახურებიც. გასატესტი პირების მობილიზაციაში კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია გვეხმარება,“ – განაცხადა ხიზანიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი, განმარტავს, რომ ადმინისტრაცია გასატესტი პირების ინფორმირებაზეც მუშაობს.
სამხარეო ადმინისტრაცია ნამდვილად უწევს კოორდინაციას აგრარული ბაზრების მოვაჭრეებისა და ტაქსის მძღოლების ტესიტირებას. გარდა ამისა, ჩვენ სამიზნე ჯგუფებს, ტესტირების შესახებ ინფორმაციას რვავე მუნიციპალიტეტში მერიის სესაბამისი სამსახურების მეშვეობით ვაწვდით- გქნაცხადა შიოშვილმა. ვაწვდით მიწოდება გახლავთ, რეგიონის მასშტაბით, რვავე მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილებით, ტესტირების წესი შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, რელიგიის მსახურები, ტაქსის მძღოლები და აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, 14 დღეში ერთხელ ტესტირებას ექვემდებარებიან.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ტედტირება კორონავირუსზე, 177 ტაქსისტს, 80 ბაზრის მოვაჭრესა და 73 რელიგიის მსახურს ჩაუტარეს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











