კახეთში სამი არალეგალური სახერხი საამქრო იპოვეს. დაურეგისტრირებელი სახერხი გამოვლინდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
არალეგალური საამქრო სოფელ გელათში მცხოვრებ მოქალაქეს, საკუთარ ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი არალეგალური სახერხი ახმეტის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს.
„ლაგოდეხის გარდა, უკანონო სახერხები იყო ნაპოვნი ახმეტაშიც, კერძო პირების საცხოვრებელ სახლებში. ერთ-ერთ მათგანს, წიფელის მასალაც ჰქონდა შეტანილი, რითიც პარკეტს ამუშავებდა”, – განაცხადეს დეპარტამენტში.
გამოვლენილი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი გამოძიება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გადაცემული მასალების მიხედვით, პოლიციამ უნდა ჩაატაროს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











