fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახეთში სასმელი წყლის დეფიციტია

13:30 ივნისი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

კახეთში სასმელი წყლის დეფიციტია, მოსახლეობა წყალს დღეების განმავლობაში ვეღარ იღებს. თელავის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასმელი წყლის უკვე ათდღიან უქონლობასაც უჩივიან.

„ათი დღეა სოფელ კურდღელაურში სულხანიშვილის ქუჩაზე წყალი არ მოსულა. პატრონიც არ გვყავს. გაუსაძლისი ვითარებაა. რომ ჰკითხო, სულ რაღაცას არემონტებენ, ახლა საერთოდ ტელეფონის ნომრები აქვთ დაბლოკილი, იმისათვის, რომ არ გვიპასუხონ. სად წავიდა დაპირებული 24-საათიანი მომარაგება?“ – განაცხადა სულხანიშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

„პრაიმტაიმნიუსმა“ გაარკვია, რომ ზაფხულის სეზონის დადგომისას თელავში, სასმელი წყლით მომარაგების პრობლემები, დღეების განმავლობაში, კიდევ რამდენიმე დასახლებასა და ქუჩას აქვს.

წყლის მიწოდების გრაფიკი შეიცვალა გურჯაანშიც. სასმელი წყლის 24 საათიანი მომარაგებიდან, მოსახლეობა საათობრივ გრაფიკზე გადაიყვანეს.

„დილით მოვა, მერე შეწყდება. საღამოს მოვა და ასე 10-11 საათამდე გვაქვს. 24-საათიანი მომარაგება გვქონდა. როცა გააკეთეს და ფული დახარჯეს, მხოლოდ ზამთარი ითვლებოდა? ყველაზე მეტად წყალი ზაფხულში გვჭირდება“, – აცხადებს გურჯაანში მცხოვრები მოქალაქე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, ჯონი ოსიაშვილი განმარტავს, რომ ზაფხულის სეზონზე წყლის მოხმარების ზრდამ გარკვეული დეფიციტი მართლაც გამოიწვია.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოსახლეობას წყალი მივაწოდოთ. მაგალითად, კურდღელაურის მიმართულებით ჩავდგით რეზერვუარი და ალბათ ორი-სამი დღე დაგვჭირდება კიდევ. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, გრაფიკი დავადგინეთ და წყალს ყველა იღებს ამის მიხედვით. გურჯაანში მოხმარება ძალიან გაზრდილია. ჯერ დაზუსტებული გრაფიკი დადგენილი არ არის, მაგრამ ამ ორ დღეში გვეცოდინება საათების რაოდენობა”, – განაცხადა ოსიაშვილმა.

თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მათ შორის 24-საათიანი მოწოდებისთვის თანხები რამდენჯერმე გამოიყო.

მხოლოდ 2020 წელს, წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის, 11 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. 7 მილიონამდე თანხა თელავისათვის აზიის განვითარების ბანკმაც გამოყო.

გურჯაანის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციისათვის, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, 3 277 824 ლარი დაიხარჯა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: კახეთისასმელი წყალი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

დედოფლისწყაროში კორონავირუსის შემთხვევების გამო შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა

ოქტომბერი 15, 2021
809
საზოგადოება

მესამე დღეა, კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება დაიძაბა – სკოლები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადიან

ოქტომბერი 8, 2021
784
რეგიონები

ვაქცინაციის ჩატარება კახეთში, სოფლების ამბულატორიებშიც იქნება შესაძლებელი

სექტემბერი 14, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია