კახეთში შუახნის ქალი მუცლის არეში სავარაუდოდ შვილმა დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში მოხდა.
დაჭრილი შუა ხნის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











