გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული უფასო სასადილო დაიხურა. სასადილოს კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სასადილოს დირექტორის, ზაზა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი ადმინისტრაციის თანამშრომელია.
„ბოლო პერიოდში სამსახურში დადიოდა, თუმცა ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა ჩვენთან. ერთი დაინფიცირებული მზარეულია 60 წლამდე, ეს მეორე კი ადმინინისტრაციაში მუშაობდა და სხვა ადამიანებთანაც ჰქონდა შეხება. ბენეფიციარებს, საკვები ბინაზე გადაეცემათ“, – განაცხადა ჯადუგიშვილმა.
კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა, გურჯაანის უფასო სასადილოში, 20 ოქტომბერს დადასტურდა. ინფიცირებული, 60 წლამდე ასაკის მზარეულია.
სასადილოთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200 ბენეფიციარი სარგებლობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











