კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, მსახიობი თავისი მეუღლის, ბელას გვერდით დაკრძალეს.
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა. საზოგადოებამ მსახიობი ბოლო გზაზე ტაშით გააცილა.
კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.











