კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე ბატონ კახისთან არ იკვეთება, ამ ეტაპზე გვაქვს დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს.
„პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისას იყო კრიტიკული. მაგრამ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე ბატონ კახისთან არ იკვეთება. მასთან კლინიკურად სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ და მისმა გართულებამ. ამ ეტაპზე, გვაქვს დადებითი დინამიკა და გემოდინამიკა გახდა უფრო სტაბილური. სუნთქვის პარამეტრები უფრო გაუმჯობესდა.
ვიმედოვნებთ, რომ ჩატარებული ღონისძიებები, რომელიც ჩატარდა აქამდე და მომავალში ჩაუტარდება, გამოიწვევს პაციენტის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა რატიანმა.











