ბოკერია დღითიდღე ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, გიგა ბოკერია საინტერესო ადამიანი „ნამდვილად არ არის“.
„ იგი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა გააუბედუროს საკუთარი პარტია. შეგვიძლია, პოლიტტექნოლოგიების სასწავლო სახელმძღვანელოშიც კი შევიტანოთ მაგალითად. რასაც ვუყურებთ, დღითიდღე ბოკერია ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმება „პუტინის რუსეთის მოდელია“.











