„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაა.
„ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმდჯომარე ირაკლი კობახიძის სახით, მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ.











