კალიფორნიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე დღეა, რაც ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. როგორც BBC-ი წერს, სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების გამო ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრები ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.
შტატში ხანძრის ჩაქრობას 10 000-ზე მეტი მეხანძრე და ათობით ვერტმფრენი ცდილობს.











