კალიფორნიაში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტს CAL.20C დაარქვეს.
პეციალისტების ვარაუდით, ვირუსის ეს ვარიანტი ქვეანაში ივლისიდან გაჩნდა და ნოემბრამდე გამოვლინდა შემდეგ კი სწრაფი გავრცელება დაიწყო.
კვლევით მიხედვით, მეცნიერებმა CAL.20C კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამის შესწავლისას აღმოაჩინეს.
ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კალიფორნიული შტამი, COVID-19-ის სხვა ვარიანტებზე უფრო სახიფათოა. ზოგი ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ სწორედ CAL.20C-მა ითამაშა დიდი როლი სამხრეთ კალიფორნიაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში.











