ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„ყოველთვის კარგია სხვადასხვა პარტიებისგან საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ქვეყნის მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. მადლობა გიორგი გახარიას დღევანდელი შეხვედრისთვის“,- წერს კალიურანდი.











