კამბოჯაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცია, რომელსაც კოვიდი 2 კვირის წინ დაუდგინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კამბოჯაში კორონავირუსის 1 124 შემთხვევაა დაფიქსირებული. კამბოჯამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია გასულ თვეს დაიწყო.











