კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ტრუდომ აღნიშნა, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს, სიტუაცია უფრო გართულდება და ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა გარდაუვალი იქნება.
„ვარდნის პირას ვართ, რაც შესაძლოა, გაზაფხულის მდგომარეობაზე გაცილებით უარესი აღმოჩნდეს“,- განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
შეგახსენებთ, რომ კანადაში ყოველდღიურად საშუალოდ 1123 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.











