ვანდალებმა შელახეს კანადის ყოფილი პრემიერმინისტრის და ამჟამინდელი პრემიერის, ჯასტინ ტრიუდოს მამის, პიერ ელიოტ ტრიუდოს ძეგლი. ამის შესახებ ინფორმაცია ონტარიოს პროვინციის იორკის მუნიციპალიტეტის პოლიციის Twitter-ზე ქვეყნდება.
ინციდენტი ქალაქ ვონის პარკში მოხდა, სადაც ყოფილი პრემიერის ბრინჯაოს ქანდაკება დგას.
ქანდაკებაზე სახეს შავი საღებავი აქვს შესხმული.
ქალაქის ადმინისტრაციამ მის აღსადგენად სპეციალური ბრიგადა გააგზავნა და ამჟამად საღებავი მთლიანად მოშორებულია.
პოლიციამ ვანდალების დასადგენად ღონისძიებებს მიმართა და საქმის გამოძიებაც დაიწყო.











