კანადის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„იმ ხალხის გასაგონად, ვინც ახლა სახლიდან გვიყურებს და ვინც მოუთმენლად ელოდება ვაქცინის გაკეთებას თქვენი ჯერი მოდის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ბრიფინგზე.
Johnson & Johnson-ის ვაქცინა პირველია კანადაში დამტკიცებულ ვაქცინებს შორის, რომელიც ერთ დოზას მოითხოვს და ჩვეულებრივ მაცივარში ინახება.
ქვეყანა Pfizer-თან მიწოდების დაჩქარებაზე შეთანხმდა და მაისის ბოლომდე 3.5 მილიონ დოზას მიიღებს.











