„ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა.“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია.
მისივე თქმით, შესაძლოა, სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო გაყალბებული იყოს.
„ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა.შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული და თუ ეს ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი, საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არის “რეალითი შოუ. ფაქტია, ამ ადამიანს ბავშვობაში “დახუჭობანას” არავინ ეთამაშებოდა და ახლა ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით. დახუჭობანას თამაშობს. ძალიან სასაცილო და არასერიოზულია.“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთ „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა და ასევე ვიდეოც გაავრცელა, რომ უკვე საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფება. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ადასტურებს











