ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საპარლამენტო სიის ოცეულის მეოთხე ნომრად წარდგენილმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდის წევრები პატიოსნების, განვლილი ცხოვრების და პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩიეს.
„არჩევნებში მაღალი შედეგის გარანტია არის პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ დღევანდელი რეიტინგი, გაკეთებული საქმეები, ხვალინდელი დღე, ორიენტირება მომავალზე, რეალური გეგმები და, რა თქმა უნდა, დღევანდელი განახლებული გუნდი.
მათი შერჩევის კრიტერიუმი იყო პროფესიონალიზმი, პატიოსნება, განვლილი ცხოვრება, სადაც ამ ადამიანებმა შექმნეს წარმატებული კარიერა.
წარმატება იყო ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც ჩვენ ისინი ავარჩიეთ. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სახეებზე, მათ ევალებათ და ისინი არიან განწყობილნი, რომ მათი პირადი კარიერული წარმატება უკვე გადაზარდონ ქვეყნის წარმატებაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეს დაგაინტერესებთ:
- გუშინ დასრულებული სპორტული კარიერა დღეს პოლიტიკაში გაგრძელდა – დავით კაჭარავა „ქართულ ოცნებაშია“
- საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია – ვიქტორ სანიკიძე “ქართულ ოცნებაშია“
- კახა კალაძე – იყო ბევრი გულდაწყვეტა, ტკივილიც, თუმცა შევძელით მთავარი, ადამიანმა დაიბრუნა საკუთარი ადგილი, ქვეყანა განვითარების შეუქცევად გზაზე დადგა
- ბიძინა ივანიშვილი – პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს
- „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია ისევ პრემიერმინისტრის კანდიდატად დაასახელა.
- საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია – ვიქტორ სანიკიძე “ქართულ ოცნებაშია“
- რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, – პარლამენტის თავმჯდომარეობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ არჩილ თალაკვაძეა.











