ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონებით. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც ღიად აცხადებს, რომ კანონს არ ემორჩილება, აქ პასუხი ძალიან მარტივია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას გირაოს შესახებ განაცხადა.
„ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონებით. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც ღიად აცხადებს, რომ კანონს არ ემორჩილება, აქ პასუხი ძალიან მარტივია. სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოქმედებს. ყოვლად მიუღებელია ის უტიფარი განცხადებები, რომლებიც ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ. რაღაცას წვალობენ და წვალობს ბატონი მელია. ვერ ჩამოყალიბებულა, უნდა გადაიხადოს თუ არა გირაო. ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი აღსრულდება და კანონი იმუშავებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მელიას სასამართლოს მიერ განსაზღვრული 40 000 ლარიანი გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება.











