კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია twitter-ში წერს.
„სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს.
კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი.
გვჯერა, შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.











