კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 30 წლამდე გოგომ სახლში იმშობიარა. მოგვიანებით ჩვილი კი საპირფარეშოში ნახეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. დედას და გარდაცვლილ ჩვილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ.
ჯერჯერობით უცნობია, ახალშობილი საპირფარეშოში ჩაგდებამდე ცოცხალი იყო თუ უკვე გარდაცვლილი.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, ახლობლებმა და მეზობლებმა გოგოს ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული არავინაა.
ავტორი: თათია გოლოშვილი











