‘ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანალოგიურ ქმედებებს აპირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, პარტია „აქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს.








