fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება, ეს საკითხი დახურულია – ირაკლი ღარიბაშვილი

18:10 თებერვალი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„ოპოზიციის ლოგიკა არის შემდეგი, სანამ „ქართული ოცნება“ არ წააგებს არჩევნებს, უფრო სწორად, სანამ ისინი ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ იციან, რომ არჩევნების გზით გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. არათუ ხელისუფლებაში დაბრუნება, ვფიქრობ, ძალიან მალე მათი ხელისუფლებაში დარჩენაც იქნება ძალიან რთული და შეუძლებელი გახდება. მინდა მივმართო იმ კონსტრუქციულ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციაში არიან, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში და ვიცით, რა მათი რეალური განწყობები, სხვა პარტიების წარმომადგენლების, მათ აქვთ დღესაც უნიკალური შანსი, რომ მიიღონ რეალური მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. რეალური დებატები გავმართოთ ეკონომიკურ გეგმებთან დაკავშირებით, რომელსაც მე წარმოვადგენ ამ 100 დღის განმავლობაში. ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს. ამაზე ვიკამათოთ, ამაზე ვიმსჯელოთ. ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები, ურთიერთშეურაცხყოფები არავის აინტერესებს. მაგრამ როდესც გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, არნახული, საშინელი აბსურდული ბრალდებებით, ცილისწამებებით, გიჩნდება სურვილი, რომ უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე ასეთი ბინძური ბრალდებები და ცილისწამებები. ეს არის კარგად გათვლილი მიზანი და იციან, რომ ეს მოსახლეობისთვის აუტანელია. ასე გაგრძელება შეუძლებელი

მეორე მხრივ, უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. მოდით, ვთქვათ, ვერ ვინატრებდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათივე არჩევანით, მათივე სურვილით. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობრივ პოლიტიკას და შანტაჟს, ჩვენ ამას მივესალმებით და მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ცხარე დებატებისთვის, დიალოგისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჯდება თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიღებულ პრაქტიკაში. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება! მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმით შეცვლა, სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ ჩემი ამოცანა იქნება რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი, რომ არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა! კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილირიგგარეშე არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია