პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიიღებს დესტაბილიზაციის იმ გეგმას, რომელსაც „სააკაშვილი უკრაინიდან სთავაზობს”.
„ვერ გეტყვით, რომ რევოლუციის ნიშნებს ვხედავ. მე ვხედავ საკმაოდ გააფთრებულ მცდელობებს, რომ შიდადაპირისპირება ხალხს და ეთნიკურ ჯგუფებს შორის იქნას განვითარებული. ამის რესურსი არ გააჩნით, უდიდესი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, მათ შორის არჩევნებზე ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერები, არათუ მომხრენი არ არიან, კატეგორიულად ვერ მიიღებენ დესტაბილიზაციის იმ სცენას, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს უკრაინიდან”,- განაცხადა ვოლსკიმ.










