პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს „კოვიდ-19-ზე” გამოიკვლევენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ. მისი პირადი ექიმის ვარაუდით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მას ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის რეკომენდაციაა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში დაიწყოს.











