კარანტინში მყოფი 27 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კვლავ მძიმეა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია.
შეგახსენებთ, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი ადამიანი, რომელიც თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა, მეოთხე სართულიდან გადახტა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.











