საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიიუარში კაცი სანადირო თოფით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
დაშავებულს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.
ადგილობრივების თქმით, დაჭრილი, სავარაუდო დამნაშავის ახლობელ ქალს უხამსი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.











