სამწუხაროა, რომ ზოგიერთს სურს, ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცავებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფალი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება.
„საქართველო ასეულობით წელია, იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთს სურს, ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფალი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება.”, – განაცხადა კელი დეგნანმა.











