თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმყოფებოდა. მან მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და 32 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელიც.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.











