დღეს ელჩმა დეგნანმა სიღნაღში, ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს საფლავი მოინახულა. ვიზიტისას ელჩი შეხვდა მეუფე იაკობს, იღუმენია თეოდორასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ლიდერებს შეხვდა, ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
“ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომელიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.











