როგორც უკრაინული წყაროები ადასტურებენ, ქალბატონმა დეგნანმა განახორციელა ზარი ვაშინგტონშიც და კიევშიც და კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის არ დანიშვნა არც ერთ თანამდებობაზე, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.
„რა თქმა უნდა, მას უპასუხეს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩაჯდეს და მიხედოს საკუთარ საქმეს, მაგრამ მთავარი კითხვა აქ სხვა არის – ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება. ვინ დაავალა მას ამ ზარის განხორციელება და როგორ გაბედა საერთოდ ამის გაკეთება. ვის თამაშს თამაშობდა, როცა ამას შვრებოდა.
რომელ მიხეილ სააკაშვილზეა ლაპარაკი ქალბატონო დეგნან, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან, იმ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით აშშ-ის მოთხოვნასაც არ დაემორჩილა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.











