აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა.
საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
„გილოცავთ UNESCO-ს მიერ საქართველოს ეროვნული პარკების აღიარებას!
ცოტა ხნის წინ ელჩმა დეგნანმა ამ საგანძურიდან ერთ-ერთი, კოლხეთის განმაცვიფრებელი ეროვნული პარკი მოინახულა და საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











