fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კენან ომაროვი: მარნეულს სჭირდება განვითარების სწორი ხედვა, დარწმუნებული ვარ, მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებენ

12:57 აგვისტო 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
766
ნახვა

მარნეულს სჭირდება განვითარების სწორი ხედვა, შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და როგორც არსებული გამოწვევების, ისე მათი გადაჭრის გზების მცოდნე ადამიანი.

დარწმუნებული ვარ, მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებენ, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი სრულყოფილად დასრულდება და კიდევ უფრო მაშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ„ – განაცხადა „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა კენან ომაროვმა წარდგენაზე.

კენან ომაროვმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის.

„ეს ჩემთვის, დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა. მარნეული ჩემი, მშობლიური მუნიციპალიტეტია, აქ დავიბადე, გავიზარდე, განათლების მიღებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი, დღემდე ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ, მშრომელ და პატრიოტ ხალხს ვემსახურები. მარნეული, ცნობილია მშრომელი ხალხით, ამიტომაც, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის მქონე ადამიანები, ერთმანეთს პატივს სცემენ, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და საქმიანობენ. მარნეულს სჭირდება განვითარების სწორი ხედვა, შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და როგორც არსებული გამოწვევების, ისე მათი გადაჭრის გზების მცოდნე ადამიანი. 6 თვეა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვარ და ყველა იმ პრობლემას გავეცანი, რაც მარნეულელებს აწუხებთ. ეს დრო მნიშვნელოვანი იყო იმისთვისაც, რომ სრულყოფილად გავცნობოდი სამომავლო პროექტებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარებისა და თუ სხვა მიმართულებით არის დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მანდობენ ქალაქის მართვას, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი სრულყოფილად დასრულდება და კიდევ უფრო მაშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ. რაც მთავარია, თქვენ ირჩევთ „ქართული ოცნების“, ანუ იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დასახა, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ მხარდაჭერისა და თანადგომისკენ, რადგან ამ მუნიციპალიტეტის განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ჩვენ აუცილებლად ღირსეულად გავიმარჯვებთ“ – განაცხადა კენან ომაროვმა.

თეგები: 2021 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მკვეთრი უპირატესობით იგებს

ოქტომბერი 3, 2021
772
მთავარი ამბავი

რუსთავში ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს, თუმცა მეორე ტური მაინც გაიმართება

ოქტომბერი 3, 2021
772
მთავარი ამბავი

ცესკოს წინასწარი შედეგებით, თბილისში არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 40.64% აქვს, „ნაცმოძრაობას“ 29.38%

ოქტომბერი 3, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია