შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
კითხვაზე, იყო თუ არა დისკომფორტი მინისტრისთვის ის, რომ კომიტეტის სხდომაზე არ ისმოდა კრიტიკული კითხვები, გომელუარი პასუხობს:
„ცუდია ქვეყნისთვის, მსგავსი რამ. ამ ხალხმა კეთილი უნდა ინებოს, რომლსაც ხმა მისცა მოსახლეობამ, უნდა მობრძანდნენ, დაიკავონ სკამები და იმუშაონ. გააკეთონ ის, რაც დაავალა მოსახლეობამ. ეს არის დისკომფორტი და არა ის, რომ კომფორტულად იჯდა იქ კომიტეტზე გომელაური თუ არა“,- განაცხადა გომელაურიმა.










