საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის რიგებში. ამრიგად, აღიარებულია თქვენი წვლილი დემოკრატიისა და საფრანგეთსა და საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისში ფრანგული სკოლის შექმნა“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
Félicitations et bienvenue dans les rangs de la Légion d’Honneur. Votre contribution au développement démocratique, des liens entre la ?? et la ??, votre mécénat, et la création du lycée français de Tbilissi se voient ainsi reconnus.https://t.co/qTmZC4LFqw
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 6, 2021











