“სანამ არ გამოვა ქუჩაში ყველა, არ გავუკეთებთ ორგანიზებას ხალხის მასიორ პროტესტს”, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ოქრუაშვილის თქმით, დღეს საქართველოში არცერთ ცალკეულ პარტიას ხალხის ქუჩაში გამოყვანის რესურსი არ აქვს.
“არაფერი დასამალი ამაში არ არის, ცალკე აღებული არავის, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რესურსები აღარავის აღარ აქვს, ადამიანური, ფინანსური, დროის, იმის, რომ ორგანიზება გაუწიოს[აქციას] და გააკეთოს დამოუკიდებლად. ყველა ერთად ამ რესურსებს თუ გავაერთიანებთ და ყველა ერთად შემართებას დავდებთ, მაშინ გამოგვივა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.











