ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე „პრაიმტაიმის“ კითხვა: რით არის განპირობებული თბილისში ინფიცირების შედარებით დაბალი მაჩვენებელი? ასე პასუხობს.
„სავარაუდოდ ასეა, დედაქალაქში უფრო იცავენ წესებს. მაქსიმალური გატესტვა მიდის და ეს ამის შედეგია და ვფიქრობ, რომ თბილისში უფრო მეტად ხდება დაცვა და ხალხმა დაიჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს“,- აცხადებს მარინა ენდელაძე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 299. ხოლო გარდაიცვალა 40 ადამიანი.











