პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხალხს უამრავი პრობლემა აქვს, რასაც მოგვარება სჭირდება. პრობლემის მოგვარების გზა კი ოპოზიციასთან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ არის.
“ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას. ხალხს უამრავი პრობლემა აქვს. ამას სჭირდება მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და რაღაც დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ? შევახსენებ ყველას, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როგორი არჩევნები ტარდებოდა საქართველოში 2012 წლის ჩათვლით. როგორი ტერორის ქვეშ უწევდათ ჩვენს მოქალაქეებს ხმის მიცემა. ეს ყველაფერი ხდებოდა სულ რაღაც 9 წლის წინ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.











