პარტია „საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური მედიში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომის მიხედვით, გიორგი გახარიას პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს:
„ხან კეზერაშვილი გვაფინანსებს, ხან ჩხარტიშვილი. შაბათს იყო დამფუძნებელი კონფერენცია. შემდგომ, როგორც პროცედურულად ხდება, წარდგენილი გვაქვს განცხადება საჯარო რეესტრში. როგორც კი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ამ ნაწილს გაივლის (პარტია) ყველაფერი იქნება საჯარო, იმიტომ რომ ამას კანონი გვთხოვს, ფიზიკურად ვერ გავექცევით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
„კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“,- ამ სათაურით სტატიას ongo.ge აქვეყნებს.











