რამდენიმე წუთის წინ მეხანძრე-მაშველებმა გონიოში სასტუმრო „მგზავრებში” დამსვენებლების ევაკუაცია მოახდინეს.
კომპლექსის ერთ-ერთ სართულზე განთავსებულ აპარტამენტში მოკლე ჩართვა მოხდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, დამსვენებლებმა ტერიტორია დატოვეს.
მეხანძრე-მაშველებმა სამუშაოები ახლახანს დაასრულეს.











