ამ წუთებში ოზურგეთში, შემოქმედის თემში, სოფელ წითელმთაში, გერკელიძეების ორსართულიანი სახლი იწვის.
ადგილზე იმყოფება სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი










