ხანძარია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ლეღვაში. ამასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა და შემთხვევის ადგილი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ამჟამად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სახანძროს სამი ეკიპაჟი მუშაობს. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს”- აცხადებენ უწყებაში.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.











