თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად ბინა მთლიანად განადგურდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოსახლეობამ სახლი დროულად დატოვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი წყლის გამაცხელებელი იყო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლიკვიდაცია გაჩენიდან მალევე მოხდა.










