ხანძარია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში.
საგანგებო სიტუაციების მსრთვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძრის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”- აცხადებენ უწყებაში.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











