ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევთან ჩინური კომპანიის ადმინისტრაციული შენობის ნაწილი დაიწვა. ხანძარი კომპანიის თანამშრომელთა დროებით საცხოვრისებში გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
შემთხვევის ადგილიდან კადრები „პრაიმტაიმნიუსს“ ვიდეოგრაფმა დათო დურგლიშვილმა ექსკლუზიურად მიაწოდეს.
ავტორი: კესო მოლაშხია










