ხაშურში, ძარცვის დროს ქალი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ოჯახში ფულის გამოძალვის მიზნით შეიჭრნენ.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ქალს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.











