„გავიარეთ ყველა დეტალი, ზოგადი კონცეფციური ნაწილი და ტექნიკური დეტალები. ხვალ, 13:00 საათზე, ფილარმონიასთან ვიკრიბებით ყველა და მსვლელობით მივდივართ რუსთაველზე”,- მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ეს იყო მთავარი საკითხები ოპოზიციის შეხვედრის და ასევე სამომავლო გეგმები. ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ კოორდინირებული ოპოზიციის მოქმედებას. სამომავლო გეგმები ეხება მათ შორის ფართომასშტაბიან აქციებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.











