აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა, მარტო ჩვენი არა, სხვისი სიცოცხლის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძი სოციალურ ქსელში წერს
მისი თქმით, სხვა გამოსავალი ნორმალური ცხოვრების გაგრძელების არ არსებობს.
„უნდა ავიცრათ!
სხვა გამოსავალი ნორმალური ცხოვრების გაგრძელების არ არსებობს. ერთი წლის შემდეგ, პირველად ვნახე ახლო მანძილიდან აცრილი მშობლები და ჩავეხუტე.
ნუ უსმენთ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს, აცრა ერთადერთი გამოსვალია. მე 10 ში ვიცრები და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გავუფრთხილდები.
აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა, მარტო ჩვენი არა, სხვისი სიცოცხლის..”, – წერს ხატია დეკანოიძე.











