სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე საუბარი. – ამის შესახებ გიორგი გახარია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს და აშშ-ის მდივანთან სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„მადლობა გადავუხადე ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის და ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი“, – წერს პრემიერი Twitter-ზე.
Enjoyed speaking with @SecPompeo about the strength of the US-Georgia strategic partnership & new areas of cooperation. I thanked him for supporting our Constitional changes & underscored our committment to an independent judiciary and holding free and fair elections this fall.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) July 27, 2020











